...თბილისს შუაზე ჩამოუდის მდინარე მტკვარი, იგი მას ორ ნაწილად ჰყოფს. უძველესი ხიდი მტკვარზე-მეტეხის ხიდი, აგებული იყო მეტეხის კლდის ვიწროებში. ამ ხიდის ბურჯზე ჯვარი იყო აღმართული, ამიტომ ხიდი გარკვეულ რელიგიურ დანიშნულებასაც ასრულებდა. სწორედ ამ ხიდზე ცდილობდნენ მტრები თბილისელთა გამაჰმადიანებას. ურჩებს მდინარეში ყრიდნენ. ეს ხიდი გამოირჩეოდა თავისი სიდიდით და სიმტკიცით. იმ დროში ეს საკვირველება იყო.
ამ ხიდს დიდი სტრატეგიული მნიშვნელობაც ჰქონდა. ხშირად ქართველები თვითონ შლიდნენ ხიდს, რათა მტერი ვერ გადმოსულიყო მტკვარზე. ასე მოხდა ჯალ-ალ-ედ-დინის მრისხანე ურდოების შემოსევისას. ჯალალედდინმა სიონის ტაძრიდან ჯვარი ჩამოაგდო, ტაძრის გუმბათი დაანგრია და ზედ ტახტი დაიდგა. ტაძრიდან მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ძვირფასი ხატები გამოატანინა, ხიდის შესასვლელთან დააყრევინა და ბრძანა, რიგრიგობით მოეყვანათ ყველა ქრისტიანი, კაციც და ქალიც, რათა დაეფურთხებინა მათთვის და უარეყო ქრისტეს სჯული. ვინც ამას არ გააკეთებდა, თავი მოეკვეთათ და მტკვარში გადაეგდოთ. ასი ათასი ქართველი ეწამა იმ დაწყევლილ დღეს. მტკვარი სისხლით შეიღება და გვამებით გაიჭედა.გარდა მეტეხის ხიდისა მოქმედებდა აგრეთვე ავლაბრის ხიდიც. მას ვირის ხიდი შეარქვეს, რადგან მასზე ურემი და ფაეტონიც გადადიოდა.
აჩი წიკლაური
გიორგი შანიძე
ნიკა კანდელაკი